fbpx
კრიმინალი

“დაკრძალვის ხარჯები კაროლაინის დედას არ გადაუხდია, ყველაფერი მე გადავიხადე” – რას ამბობს პილოტი ციხიდან?!

ხარალამბოს ანაგნოსტოპულო ციხიდან ტელეკომპანია Mega-ს კითხვებს პასუხობს. პატიმრობის 20 დღის შემდეგ ბაბი ამბობს, რომ კაროლაინი მისი ცხოვრების ქალი იყო და ურთიერთობაში მესამე პირის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

“კატეგორიულად უარვყოფ იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც, ჩემი და კაროლაინის ურთიერთობაში იყო მესამე პირი. ახლა მე მხოლოდ ჩემი შვილის კეთილდღეობა მაინტერესებს და მაღელვებს. მიყვარს ლიდია და მასთან ვიქნები მუდამ, რაც უნდა დასჭირდეს. ამიტომ მაქსიმალურად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. 

ყოველ წუთს ვნანობ, რაც გავაკეთე. ჩემი ცოლი ძალიან მიყვარდა, იმ დაძაბულობების მიღმა, რაც ხანდახან გვქონდა, ჩვენი ურთიერთობა სრულიად ჩვეულებრივი, ბუნებრივი იყო.”

პილოტი აცხადებს, რომ დაკრძალვის ხარჯები სრულად მან დაფარა და ეს კაროლაინის დედას არ გაუკეთებია. ასევე ამბობს, რომ კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ ბავშვის მეურვეობა ქ-ნ სუზანას მიანიჭა, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ბავშვს სწორად აღზრდის და რომ ლიდია ძალიან უყვარს.


 

onalem

ტესტ