fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

მამაკაცმა ტავერნაში მიირთვა, თანხა არ გადაიხადა, შემდეგ კი მეპატრონეს თავს დაესხა

უჩვეულო ინციდენტი კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა.

კერძოდ, ირაკლიოს ცენტრში მდებარე რესტორანში დაახლოებით 25-დან 30 წლამდე მამაკაცი მივიდა და საჭმელი შეუკვეთა. ჭამის შემდეგ, მან ასევე შეუკვეთა საჭმელი თან წასაღებად და რაც მთავარია, ამ ყველაფერში თანხა არ გადაიხადა. როგორც ჩანს, ტავერნის მეპატრონის გამოწვევა უნდოდა. მამაკაცმა რესტორნის ტერიტორია ამ დღეს მშვიდად დატოვა.

თუმცა, საოცარი ის არის, რომ მეორე დღეს იგივე მამაკაცი იმ ქუჩაზე, სადაც რესტორანი მდებარეობს, ისევ მივიდა და, რა თქმა უნდა, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყო. ის ჯენტლმენივით დადიოდა.

როგორც კი ტავერნის მფლობელმა მამაკაცი დაინახა, ახსნა-განმარტების მოსათხოვნად მაშინვე მისკენ გაემართა, უნდოდა გაეგო, თუ რატომ არ გადაიხადა მან საჭმლის საფასური, თან უთხრა, რომ თუ საკვები სჭირდებოდა, ეთხოვა და მისცემდა.

დამნაშავემ, მობოდიშების ან უბრალოდ უკანმოუხედავად გაქცევის ნაცვლად, ტავერნის მეპატრონეს თავს დაესხა და ცემა დაუწყო.

ამ დროს მიმდებარე მაღაზიებიდან ხალხი მათ გასაშველებლად გამოვიდა, თავდამსხმელი კი გაიქცა.

ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მამაკაცი ასე ხშირად იქცეოდა და ამის შესახებ საჩივარი იქამდეც იყო შესული ერთ-ერთი ქალბატონისგან. მას ბრალად ედება რამდენიმე დიდი სუპერმარკეტის, ირაკლიოში მდებარე ორი რესტორნისა და რამდენიმე ბარის ძარცვა.

onalem

ტესტ