fbpx
საზოგადოება

ორი ტრაგედია საბერძნეთში ერთ დღეს: საზოგადოება 23 და 2 წლის გოგონებს გლოვობს

ბერძნული საზოგადოება შეძრულია ორი ტრაგედიით, რომელიც გუშინ ორ სხვადასხვა ქალაქში მოხდა. დაღუპულები არიან 23 და 2 წლის გოგონები, გარდაცვალების მიზეზები კი ერთ შემთხვევაში გაურკვეველი, ხოლო მეორე შემთხვევაში შოკისმომგვრელია.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ იღუმენიცაში 2 წლის ბავშვი საკუთარმა მშობლებმა უკვე დაღუპული იპოვეს. როგორც ირკვევა, მათ ეძინათ, ბავშვი კი თავის საწოლში იყო, თუმცა, გაიღვიძა და იქიდან გადმოსვლა მოინდომა. სწორედ ამ დროს თავი საწოლის მოაჯირში მოჰყვა და სულის შეხუთვით გარდაიცვალა. საავადმყოფოში გადაყვანისას ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

ექსპერტიზა სიკვდილის მიზეზად სწორედ გაგუდვას ასახელებს.

რაც შეეხება 23 წლის გოგონას, ალექსანდრას, ის დაგეგმილი ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დაიღუპა, მანამდე კი კომაში იყო. ალექსანდრა ბიცოლაკი კორინთოს ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გარდაიცვალა და კომაში ოპერაციის დასრულებისთანავე ჩავარდა.

მისი მეგობრები ფეისბუქის საშუალებით ავრცელებდნენ ინფორმაციას და ითხოვდნენ სისხლს, რომ ულამაზესი გოგონასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

სამწუხაროდ, ალექსანდრა გაურკვეველი მიზეზით, გუშინ დაიღუპა.

 

onalem

ტესტ