fbpx
საბერძნეთი

მთავრობის გადაწყვეტილება: ვინც საბერძნეთში შემოვა და კორონავირუსი დაუდგინდება, საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაუფარავს

მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცასის ოფიციალური განცხადებით, საბერძნეთი თავის თავზე იღებს იმ ხარჯებს, რომლებიც ტურისტების შემოსვლის და კორონავირუსის დადასტურების შემთხვევებს უკავშირდება.

კერძოდ, პეცასმა განმარტა, რომ საბერძნეთი მიბაძავს კვიპროსის მოდელს და იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთში შემომავალ ტურისტს აღმოაჩნდება კორონავირუსი, მას დაუფარავს სასტუმროს და მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს.

სპიკერის თქმით, ქვეყანა მზად არის, რომ გაუძლოს ამ გასავალს და პირველ ადგილზე ადამიანის ჯანმრთელობა დააყენოს.

“15 ივნისიდან ჩვენ ვუმასპინძლებთ ტურისტებს პირველი 29 ქვეყნიდან. ყველაფერი მოხდება მეთოდურად და ჰიგიენისა და პროტოკოლის წესების სრული დაცვით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ საბერძნეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათით.

ამ ზაფხულს გვინდა, რომ პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს. ჩვენ ველით, რომ შესაძლოა ტურისტები შემოვიდნენ ვირუსით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვისაც კორონავირუსი დაუდგინდება, გადაიყვანენ სპეციალურ სასტუმროში, რომელიც საკარანტინე ზონა იქნება და ყველა ხარჯს, რომელიც მის იქ ცხოვრებასა და მკურნალობას დასჭირდება, სახელმწიფო დაფარავს. საუბარია თითოეულ ტურისტზე,” თქვა პეცასმა.

onalem

ტესტ