fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: 62 წლის ექიმის მკვლელობა 38 წლის ცოლმა და მისმა საყვარელმა დაგეგმეს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრეტაზე ცნობილი კარდიოლოგი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. საქმე საიდუმლოებით იყო მოცული, თუმცა, ყველაფერი ძალიან სწრაფად გამოააშკარავდა.

კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, 62 წლის ექიმის მკვლელობა მისმა 38 წლის ცოლმა და ცოლის საყვარელმა დაგეგმეს. მამაკაცი 37 წლის ბულგარელია, ქალიც ასევე ბულგარული წარმოშობისაა.

მამაკაცი კრეტას ხშირად სტუმრობდა, რათა ქალი ენახა. ის ბულგარეთში პოლიციის თანამშრომელია. მათი გეგმა იყო ექიმის მკვლელობა, ხოლო შემდეგ მისი ქონებით უზრუნველი ცხოვრება.

მათ მკვლელობა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ექიმს საკუთარი ცოლის ურთიერთობის შესახებ ეჭვი გაუჩნდა. ის დარწმუნებული არ იყო ვინ იყო 3 წლის ბავშვის მამა, თავად თუ 37 წლის ბულგარელი, ვინაიდან მრავალი წლის წინ ბულგარელებს ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ დაშორდნენ და ახლა უკვე ბოლო 4 წლის მანძილზე ისევ აღადგინეს კავშირი. როგორც ჩანს, ქალი ფიქრობდა, რომ თუ მისი ქმარი დნმ-ის ტესტის გაკეთებას მოითხოვდა, მის ქონებას სამუდამოდ დაკარგავდა. ამიტომ მისი მოკვლა არჩიეს. თუმცა, 37 წლის მამაკაცმა მკვლელობისას დიდი შეცდომა დაუშვა. ის 73 წლის მონადირემ დაინახა, რომელიც იქვე იყო და ინციდენტს შეესწრო.

ამ დროისთვის დაკავებულია ექიმის 38 წლის მეუღლე. ნაპოვნია იარაღი და ნივთები, რომელიც მამაკაცს მკვლელობისას თან ჰქონდა. როგორც ჩანს, მან გადაყარა ყველაფერი, რაც კი შეძლო. ის საკუთარ ქვეყანაში დააკავეს, მოგვიანებით კი პოლიციის განყოფილებაში საზარელი დანაშაული აღიარა.

onalem

ტესტ