fbpx
საბერძნეთი

ხარდალიასის საგანგებო განცხადება: საბერძნეთში ზომების მოხსნის ორი ფაზა იქნება, 14 დღის ინტერვალით

დღევანდელი გამოსვლისას ნიკოს ხარდალიასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაადგილების აკრძალვა ქვეყანაში 4 მაისამდე იქნება ძალაში. საბერძნეთში ზომების მოხსნის პროცესი ორ ფაზად გაიყოფა და მათ შორის იქნება 14 დღიანი ინტერვალი, ან მეტი.

“ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად და ამავე დროს ძალიან დიდი სიფრთხილით. იქნება ორი ფაზა – მაისსა და ივნისში, 14 დღის გამოტოვებით, შეიძლება მეტიც. ამას დასჭირდება დრო და პროცესი ნამდვილად არ იქნება ადვილი. დღემდე მდგომარეობა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ვართ აკრძალვების მოხსნასთან.

ფაქტია, რომ საავადმყოფოებში გვექნება ახალი შემთხვევები და დავკარგავთ ჩვენს თანამოქალაქეებს. წინ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევები გველის.

წინ მივიწევთ ყოველ კვირა. რომელიღაც შემთხვევებში შესაძლოა საჭირო იყოს დამუხრუჭებაც. ჩვენ ომი ჯერ კიდევ არ მოგვიგია. უბრალოდ პატარ-პატარა ბრძოლებში გამარჯვება მოვიპოვეთ. მოვიგეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრო, დავიცავით ჯანდაცვის სისტემა და დღეს უკვე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს სიტუაცია,” ამბობს ხარდალიასი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ლარისაში, ნეა სმირნის ტერიტორია 30 აპრილამდე, უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში დარჩება. კარანტინის პირობებში იქნება 14 დღე მალაკასას იმიგრანტთა დასახლებაც.

onalem

ტესტ