fbpx
საბერძნეთი

რა ზომამდე მიჰყავდათ მოხუცები ხანიის მოსავლელ ცენტრში – შოკისმომგვრელი კადრი

ტელეკომპანია Mega-მ შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა, რომელზეც ჩანს, თუ რა ზომამდე მიჰყავდათ მოხუცები შიმშილისგან და არაადამიანური მოპყრობისგან, რის შედეგადაც იხოცებოდნენ. ცხადია, ამას თან ერთვოდა ის ინციდენტები, რომლებიც მოხუცთა ცენტრში ხდებოდა (მაგალითად საწოლიდან გადმოვარდნა, დაცემა და ა.შ.) და არანაირ ზომებს არ ღებულობდნენ, არ ატყობინებდნენ ოჯახს და არ მიმართავდნენ ექიმებს.

ირკვევა, რომ არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილია 500-მდე მოხუცი, ხოლო ერთადერთი, რასაც ცენტრის მფლობელი აკეთებდა, მათგან და მათი ოჯახებისგან თანხის აღება იყო. მოხუცებულებს საჭმელსაც კი არ აჭმევდნენ საკმარისად.

ვრცელდება კადრი, რომელზეც გამოსახულია ერთი და იგივე ქალბატონი, ერთ მხარეს ჩანს, თუ როგორი იყო ის მოხუცთა ცენტრში შესვლამდე და როგორ გამოიყურება იქ გატარებული 11 თვის შემდეგ.

მისი ქალიშვილი ამბობს, რომ დედაზე ზრუნვა არ შეეძლო, რადგან თავადაც ავად იყო და ვერ ახერხებდა მის სათანადოდ მოვლას. სწორედ ამიტომ წაიყვანა ცენტრში. ქალი იმასაც ამატებს, რომ როდესაც დედას სტუმრობდა, მისთვის ყავა და საკვები მიჰქონდა, რომელზეც ეუბნებოდა, რომ თუკი დატოვებდა, აუცილებლად წაართმევდნენ, ამიტომ შვილის იქ ყოფნის დროს უნდა დაელია და ეჭამა.

როდესაც მან მენეჯერთან აღნიშნულ მდგომარეობაზე და სიბინძურეზე დაიჩივლა, უთხრეს, რომ რასაც დედამისი ამბობდა არაფერი იყო სიმართლე, რადგან დემენცია ჰქონდა და შესაბამისად, არ იყო არაადეკვატური.

onalem

ტესტ