fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მეთევზე, რომელიც ემიგრანტებს ყოველდღე თევზით უფასოდ ამარაგებს

მას შემდეგ, რაც კუნძულ კოსზე დიონისოს არვანიტაკისი გარდაიცვალა, რომელიც ემიგრანტებსა და ლტოლვილებს ყოველდღე პურს ურიგებდა, მალევე გავრცელდა ამბავი, 35 წლის ბერძენ მამაკაცზე, სახელად კოსტას კარამანოლისზე, რომელიც იგივე სახის ქველმოქმედებას ეწევა. კარამანოლისი ლესვოსზე მეთევზედ მუშაობს და საკუთარ ნაშრომს სრულიად უფასოდ მათ უნაწილებს, ვისაც უბრალოდ ძალიან შია.

35 წლის კარამანოლისი მიტილინიდან მხოლოდ 4 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, ხოლო 2 კილომეტრის დაშორებით ბანაკიდან, სადაც ემიგრანტები და ლტოლვილები არიან დაბანაკებულები.

ის არის კაცი, რომელსაც მათი გასაჭირი გულზე ყველაზე მეტად ხვდება და სწორედ ამიტომ, ყოველდღე თევზს ურიგებს ხალხს, რომლებიც უცხო მიწაზე უკეთესი ბედის საპოვნელად ან ომისთვის თავის ასარიდებლად არიან ჩამოსული.

მას ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები აქვს, მაგრამ როგორც ამბობს, უმუშევრობამ აიძულა, რომ მეთევზედ ემუშავა, ეს საქმე კი, ბავშვობიდანვე იცის.

“ბავშვებს თითქმის ყველას სახელებით ვიცნობ. ისინი მოდიან ყოველდღე და ჩემს დაბრუნებას ელიან,” ამბობს კოსტა.

ის ერთგვარი ხსნაა მათთვის და გაჭირვებულ ხალხს, რომელიც ჯერ კიდევ თავშესაფრსა და სამუშაოს მოლოდინშია, ყოველდღიურად აპურებს ისე, როგორც შეუძლია.

 

onalem

ტესტ