fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კოლონაკი: ცნობილ ბერძენ ტელეწამყვანს ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობაში ედება ბრალი

მისი სახელი და გვარი არ ხმაურდება, მაგრამ საბერძნეთში ცნობილი ტელეწამყვანი დღეს ათენის სასამართლოში წარსდგა და აცხადებს, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით იმ რესტორანში, რომლის თანამფლობელიც თავად არის. რესტორანი კოლონაკში ძალიან პოპულარულია.

“ამის შესახებ რაიმე რომ მსმენოდა, მაშინვე ვიტყოდი”შეწყვიტეთ” და წავიდოდი,” აცხადებს ის.

თავდაპირველად, რესტორნის ბიზნესში, რომლის თანამფლობელიც არის, საერთო ჯამში 60.000 დააბანდა, სადაც, როგორც ჩანს, კიდევ ერთი, კოკაინის ბიზნესი ტრიალებდა.

მისი თქმით, არანაირი მოგება ამ კუთხით მას არასოდეს მიუღია. ის არც კი სტუმრობდა დაწესებულებას, მხოლოდ ორჯერ თვეში, ისიც მხოლოდ საკვებად.

ცნობილია, რომ რესტორანს საბერძნეთში ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები სტუმრობენ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 5 მარტს არის ჩანიშნული.

onalem

ტესტ