fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

შეცდომით მომხდარი მკვლელობა – პოლიცია შემზარავ დასკვნამდე მივიდა

ხალანდრში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ახალი დეტალები გამოიძია. შედეგები ნამდვილად შემზარავია, ვინაიდან საქმე ორმაგ დანაშაულთან გვაქვს. 64 წლის ბერძენის მოკვლა, რომელიც გასულ კვირას სახლში გარდაცვლილი იპოვეს, 16 აგვისტოსაც სცადეს, თუმცა, მაშინ მკვლელს მასში სხვა მამაკაცი აერია და სწორედ ის გამოასალმა სიცოცხლეს. ეს იყო “სიკვდილის კონტრაქტი”.

კერძოდ, 16 აგვისტოს ნეოს კოსმოსში მდებარე ერთ-ერთ ბიზნეს დაწესებულებაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავიდან ეგონათ, რომ მისი მიზანი ძარცვა იყო, თუმცა, როგორც კი დირექტორი დაინახა, მაშინვე ესროლა და ადგილიდან მიიმალა. ახლა ირკვევა, რომ მკვლელი შეცდომით სხვა მისამართზე მივიდა და სინამდვილეში 64 წლის მამაკაცის მოკვლა უნდოდა, რომლის ბიზნესიც იქიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით მდებარეობდა.

როცა მან კოლეგის ამბავი გაიგო, თავისი ბიზნესი დახურა და 1,5 წლის შემდეგ სხვა გახსნა, ამჯერად ლაგონისში. მაშინ ის პოლიციაში მივიდა და დაცვა ითხოვა, რადგან ძალიან ეშინოდა, რომ მასაც იგივე გზას გაუყენებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მან სულ ცოტა ხნის წინ გახსნა სააგენტო, რომლის საშუალებითაც ბინებს აქირავებდა.

onalem

ტესტ