fbpx
საბერძნეთი

“არც კი იფიქროთ, რომ 1 მაისს სადმე გახვალთ” – ნიკოს ხარდალიასის მკაცრი განცხადება

“ბოლო 24 საათის მანძილზე ძალიან ბევრი უმიზეზო გადაადგილება დაფიქსირდა, განსაკუთრებით ათენსა და თესალონიკში. ვამბობ, რომ არც კი იფიქროთ და ნუ მოემზადებით, რომ 1 მაისს სადმე გახვიდეთ. გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 4 მაისამდე და ის მოქმედებს ყველასთვის,” განაცხადა დღეს ნიკოს ხარდალიასმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და მცდელობა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ზომების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება, ჩვენ არ დავბრუნდებით ძველ, ჩვეულ ცხოვრებაში, არამედ გადავალთ ახალ ეტაპზე და ეს იქნება ახალი ცხოვრება, ბევრი ცვლილებით.

ნიკოს ხარდალისის თქმით, ორშაბათს, 27 აპრილს, იხსნება სასამართლოები და სამართლებრივი სტრუქტურები. ხალხმა მსგავსი სახის გადაადგილებისთვის უნდა გამოიყენოს კოდი B2 და გააგზავნოს ნომერზე, 13033.

შეგახსენებთ, რომ გადაადგილების აკრძალვა მოქმედებს 4 მაისამდე. პრემიერი კირიაკოს მიცოტაკი უახლოეს მომავალში წარადგენს ოფიციალურ გეგმას, თუ როგორი იქნება ზომების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი საბერძნეთში.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება ფიქსირდება. საბერძნეთი კრიზისის ეფექტურ მართვაში ევროპასა და მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

 

 

onalem

ტესტ