fbpx
საბერძნეთი

“გთხოვთ, ნუღარ მოგყავთ კორონავირუსის მქონე პაციენტები, ნუ გვაიძულებთ, ავირჩიოთ ისინი” – დრამატული ვითარება თესალონიკში

“ნუ გვაიძულებთ დავდგეთ იმ ტრაგიკული დილემის წინაშე, რასაც პაციენტის არჩევა ჰქვია,” ასეთია თესალონიკის “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოს 11 ექიმის თხოვნა და მიმართვა, რომლებიც უკვე სასოწარკვეთილები არიან.

“საავადმყოფოს ფიზიკურად აღარ შეუძლია მიიღოს ახალი პაციენტები, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. 43 საწოლი გვაქვს რეანიმაციაში და აბსოლუტურად სავსეა, 100%,” ამბობენ ისინი.

ირკვევა, რომ თესალონიკში ახალ ინფიცირებულთა რიცხვი შედარებით დასტაბილურებულია, მაგრამ უკვე დაავადებული ადამიანები შესაძლოა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდნენ, არა მხოლოდ ვირუსით გამოწვეული საფრთხით, არამედ იმის გამოც, რომ საავადმყოფოებში აღარ არის ადგილები.

პაპანიკოლაუს საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ მკურნალობენ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეუძლიათ. არსებული სიტუაცია კი იმდენად რთულია, რომ ითხოვენ ნუღარ შეიყვანენ მძიმე პაციენტებს, რადგან მათი მიღება პერსონალის ძალებს აღემატება.

 

onalem

ტესტ