fbpx
კრიმინალი

ათენის აეროპორტში 39 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც 345 გრამი კოკაინი ჰქონდა გადაყლაპული

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს 39 წლის ქალი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ცდილობდა.

ირკვევა, რომ მას 345 გრამი კოკაინი ცალ-ცალკე პაკეტებით ჰქონდა გადაყლაპული და ეგონა, რომ კონტროლის გავლისას ნარკოტიკი შეუმჩნეველი დარჩებოდა.

დაკავებული ლიტვის მოქალაქეა და ათენში ბრაზილიიდან, სან-პაულუდან ჩამოფრინდა.

ქალი ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ