fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი საკუთარი სახლის სარდაფში ჩასვლისას დააჯარიმეს, რადგან პირბადე არ ეკეთა

დაუჯერებელი შემთხვევა კრეტაზე, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. პოლიციამ 300 ევროთი დააჯარიმა ქალი, რომელიც საკუთარი სახლის სარდაფში ჩასვლას ცდილობდა და პირბადე არ ეკეთა.

როგორც ცნობილი გახდა, სარდაფში ჩასვლა მას პირდაპირ სახლიდან არ შეეძლო, რადგან შიდა კიბე არ არსებობს. სწორედ ამიტომ იძულებული გახდა გარეთ გამოსულიყო და სხვა, იქვე მდებარე ჩასასვლელით ესარგებლა.

ქალი პოლიციამ სწორედ ამ დროს გააჩერა და ვინაიდან პირბადე არ ეკეთა, 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს. მათ არ გაითვალისწინეს არანაირი ახსნა, რომ არ გასულა გარეთ სხვა მიზნით და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახლის ტერიტორიაზე გადაადგილება სურდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სრულიად ემხრობიან მიღებულ ზომებს და იცავენ კიდეც, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლობა იყო ჯარიმის გამოწერა.

onalem

ტესტ