fbpx
საზოგადოება

“ბავშვი მაგრად შევანჟღრიე, რომ ტირილი შეეწყვიტა” – 26 წლის ქალს, საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

როგორც უკვე ცნობილია, 26 წლის ქალს საკუთარი შვილის სიკვდილამდე მიყვანაში ედება ბრალი. ოფიციალური ინფორმაციით, მას უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და უახლოეს მომავალში საკანში გადაიყვანენ.

6 თვის ბიჭი 10 თებერვლის ღამეს გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა. პოლიციამ მალევე დააკავა დედა,  რადგან ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ დაზიანებები ცემისგან ჰქონდა მიღებული და მისი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, ეთიოპიელი ქალი ბავშვის ცემას სასტიკად უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ ის ძლიერად შეანჯღრია, რომ დამშვიდებულიყო და ტირილი შეეწყვიტა.

გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს ის, რადგან აქ საუბარია ისეთ დაზიანებებზე, რომლებმაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია.

26 წლის ქალი აფრიკული წარმოშობის კიდევ ერთ ქალთან ერთად იმიგრანტთათვის გამოყოფილ ბინაში ცხოვრობდა.

onalem

ტესტ