fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი ინციდენტი ავტობუსში: დაპირისპირება მძღოლსა და მოხუც მგზავრს შორის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ამჯერად თესალონიკში მოხდა. ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომელსაც, როგორც ირკვევა, მგზავრის მხრიდან შეურაცხყოფა ედო საფუძვლად.

მედიის ცნობით, მოხუცმა მამაკაცმა ითხოვა ავტობუსი გაეჩერებინა იქ, სადაც რეალურად გაჩერება არ არის, რის გამოც, მძღოლმა სვლა განაგრძნო, ხოლო მოხუცმა შეაგინა. ამის მოსმენისას მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, ჩამოვიდა და ჩხუბი დაუწყო მგზავრს.

როგორც ვიდეოდან ჩანს, მძღოლი ეუბნება, რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვია და ვერ გააჩერებდა იქ, სადაც არ იყო გაჩერება, ცხადია, მოიხსენიებდა მას უშვერი სიტყვებით, რადგან აფექტში იყო, სავარაუდოდ, გინების გამო.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ