fbpx
საზოგადოება

“ჩემს შვილს ორსულობა ვერ შევამჩნიე, თავისუფალ ტანსაცმელს ატარებდა” – 22 წლის გოგონას დედა

ნეა სმირნიში მომხდარი ტრაგედია აქტუალობას არ კარგავს. ბერძნული მედიის საშუალებით გარდაცვლილი ახალშობილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

22 წლის გოგონას თქმით, მისი ორსულობის შესახებ არავინ იცოდა, გარდა ბავშვის მამისა, არც დედამ, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობდა. მან სახლში, სრულიად მარტომ გააჩინა 3,5 კგ ჯანმთელი ბავშვი და მაშინვე ღია ცის ქვეშ გადააგდო.

გოგონას დედა პირველ ჩვენებებს აძლევს:

“მე არაფერი გამიგია. ჩემი შვილი სულ თავისუფალ ტანსაცმელს ატარებდა, ამიტომ ორსულობა ვერ შევნიშნე. პარასკევს ვმუშაობდი, ჩემი გოგონა სახლში იყო. როცა დავბრუნდი, მწოლიარე ვნახე. იმ დღეს სააბაზანოში სისხლი შევნიშნე, როცა ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ ეს მენსტრუალური ციკლის გამო იყო. შემდეგ ჩვილის შესახებ შევიტყვეთ და მას კვლავ დავუსვი რამდენიმე კითხვა, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფერთან არანაირი საერთო არ ჰქონდა.”

22 წლის სტუდენტი მთელი ორსულობის მანძილზე ექიმთან ერთხელაც არ ყოფილა. როგორც ირკვევა მას ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, სახლის პირობებში მშობიარობის გამო.

მისი ადვოკატის განცხადებით, მისი ქმედების განმსაზღვრელი დეპრესიული მდგომარეობა იყო. ის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს.

onalem

ტესტ