fbpx
საზოგადოება

დღეს მაღაზიები, სილამაზის სალონები და სუპერმარკეტები ღიაა – ნახეთ მუშაობის გრაფიკი

დღეს, 9 მაისს, საბერძნეთში სილამაზის სალონები, მაღაზიები და სუპერმარკეტები ღიაა. მოსახლეობას აქვს საშუალება უქმე დღეებით ისარგებლოს და წავიდეს სასურველი ნივთების შესაძენად.

ყველა აღნიშნული დაწესებულება მუშაობს 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე და კვლავ საჭიროა ვიზიტის დანიშვნა მისვლამდე. ცხადია, ეს არ ეხება სუპერმარკეტებს.

სუპერმარკეტებში წასვლისთვის ვაგზავნით SMS-ს, კოდით 2.

მაღაზიებში წასვლისთვის ვაგზავნით სახელს, გვარსა და მისამართს 13032-ზე.

სილამაზის სალონების სტუმრობისას ვაგზავნით კოდს 6.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისამდე მოქმედებს გრანდიოზული ფასდაკლებებიც.

onalem

ტესტ