fbpx
საზოგადოება

ასეთი იქნება სანაპიროები კორონავირუსის ეპოქაში – გლიფადა უკვე მზად არის (ფოტოები)

გლიფადა სრულიად სხვაგვარი გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებისთვის, სანაპიროები მოამზადა.

როგორც ფოტოებზე ჩანს, ქოლგები დაიდგა ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით, ამ გზით დამსვენებლები შეძლებენ ისიამოვნონ ზღვითა და მზით და ამავე დროს დაიცვან დისტანცია სხვებისგან.

გლიფადის მერმა, გიორგოს პაპანიკოლაუმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებზეც ჩანს სანაპირო ზედა ხედით.

“ბევრი მუშაობის შემდეგ ქოლგები ისეა, როგორც ნაქარგები ქვიშაში… ადგილზე განლაგდა ყველაფერი: საშხაპეები, საკეტიანი ოთახები, სკამები… სანაპიროები ღიაა, უფასოა და მზად არის მიიღოს ბანაობის მსურველები, უსაფრთხოების და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვით,” წერს მერი.

როგორც უკვე ცნობილია, ორგანიზებული, კერძო სანაპიროები ჯერჯერობით დაკეტილია და მოსახლეობას მხოლოდ ღია სანაპიროებზე გასვლის უფლება აქვს.

onalem

ტესტ