fbpx
საზოგადოება

რეისები ახალი მატარებლით თესალონიკისკენ – უფრო ძვირი ვიდრე თვითმფრინავი

ბერძნული მედია საკმაოდ სკანდალურ სტატიას ავრცელებს იმის შესახებ, თუ რა უჯდება ერთ ადამიანს თესალონიკის ბილეთი, თუკი ახალი მატარებლით იმგზავრებს. ამბავი, რომ ათენიდან თესალონიკში ჩასვლა უმოკლეს დროშია შესაძლებელი, ნამდვილად სასიხარულოა, თუმცა, რა აზრი აქვს ამას, თუ ის არ ჯდება იმაზე იაფი, ვიდრე თვითმფრინავი?!

ათენი-თესალონიკის პირველი რეისი ახალი მატარებლით 20 მაისს შესრულდება. აღნიშნული ტრანსპორტი მანძილს 3 საათსა და 55 წუთში დაფარავს.

რეისი სრულდება ხუთი დღით ადრე ვიდრე ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდება, რათა მეტად გამოიკვეთოს მთავრობის მოდერნიზებული სახე, რომელიც გეგმავს და აფუძნებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ამ დრომდე მატარებლით თესალონიკში ჩასვლა 5 საათში იყო შესაძლებელი, თუმცა, ახლა ეს დრო 3 საათსა და 55 წუთამდე შემცირდა. ხრისტოს სპირძისის დაპირების მიხედვით კი, წლის ბოლოსთვის 3 საათსა და 15 წუთამდე შემცირდება. ეს იქნება სუპერ სწრაფი მატარებელი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბილეთის ფასი, 20%-იანი ფასდაკლებითაც კი, გაცილებით ძვირია, ვიდრე თვითმფრინავის. საწყის ეტაპზე ერთი ბილეთი მინიმუმ 55 ევრო ღირს, თუმცა, შესალებელია 45 ევროდ შეძენაც.

რაც შეეხება საჰაერო გზას, თვითმფრინავის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იწყება და თუკი უკანა გზასაც დაჯავშნით, 40-მდე ევრო დაგიჯდებათ, ფრენას კი მხოლოდ 55 წუთი სჭირდება.

onalem

ტესტ