fbpx
საზოგადოება

ათენი: ცნობილი ბერძენი მუსიკოსი სცენაზე, დაკვრისას გარდაიცვალა

შემზარავი ინციდენტი გასულ ოთხშაბათს ათენში მოხდა. ბერძნებისთვის და არა მარტო ბერძნებისთვის საკმაოდ ცნობილი და საყვარელი მუსიკოსი, დიმიტრის ხაძისი პირდაპირ სცენაზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბენდი, One Nation Underground, თავის მეოთხე კომპოზიციას ასრულებდა, როდესაც ხაძისმა თავი შეუძლოდ იგრძნო, გიტარა ჩამოუვარდა და თავადაც ძირს დაეცა.

დარბაზში ქაოსი შეიქმნა და ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის დაცემისთანავე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის შეტევით.

ის იყო ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მუსიკოსი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა როგორც ბერძნულ, ასევე ამერიკულ საზოგადოებაში.

მას დღეს შუადღეს, დაფნის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ფოტო გადაღებულია გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

 

onalem

ტესტ