fbpx
საზოგადოება

ბოლოს ომონიაზე იყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს – პოლიცია 14 წლის გოგონას ეძებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ომონიის ტერიტორიიდან გაუჩინარებულ გოგონას ახლა მშობლებთან ერთად, პოლიცია და ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილიც” ეძებს.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, გაუჩინარებული გოგონა, ფლორესა, 14 წლის არის და 15 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. აქვს შავი თმა და შავი თვალები.

გაუჩინარების დღეს ეცვა შავი შარვალი, ნაცრისფერი მაისური და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი.

პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, თუკი სადმე შენიშნავენ ფოტოზე გამოსახულ გოგონას, 24 საათის რეჟიმში დარეკონ ნომერზე 116000.

onalem

ტესტ