fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ქალი, რომელიც მინისტრებს მუქარის წერილებს უგზავნიდა, დააპატიმრეს

საბერძნეთის პოლიციამ ათენში 57 წლი ქალი დააპატიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სხვადასხვა სამინისტროებში, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და ასევე ტელეკომპანიების პრეზიდენტებთან მუქარის შემცველ წერილებს აგზავნიდა და ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე ხდებოდა.

ქალის უკანონო ქმედებები პოლიციამ აღკვეთა. ის აღნიშნულ საქმიანობას 2017 წლის თებერვლის შემდეგ ეწეოდა.

ამავე ინფორმაციით, ქალს სერიოზული ფსიქოლიგიური პრობლემები აქვს და სწორედ მისი არაადეკვატური ქცევის საფუძველზე შეძლო პოლიციამ მისი იდენტიფიცირება.

პოლიცია აქვე აღნიშნავს, რომ ნიკოს კოძიასთან გაგზავნილი მუქარის შემცველი წერილების საქმესთან ქალს კავშირი არ აქვს.

onalem

ტესტ