fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“შვილის გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, ეს მისი მეოთხე ბავშვია” – ინციდენტი ნიკეას საავადმყოფოში

ნიკეას საავადმყოფოში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. საუბარია 19 წლის გოგონაზე, რომელმაც ამ ასაკში მე-4 შვილი გააჩინა და მისი გაყიდვა სურდა. წინა სამის ადგილსამყოფელი და ბედი ამ დრომდე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის გოგონამ იმშობიარა და ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. თუმცა, როგორც პერსონალმა აღმოაჩინა, სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომელიც მან შესავსებ ფორმაში ჩაწერა, თავად არ ეკუთვნოდა და სრულიად სხვა ქალის ვინაობა იყო. წარადგინა პირადობის მოწმობაც, რომელიც დასადგენია, არის თუ არა ნამდვილი. მათ სცადეს გამოეძიებინათ, თუ სად გრძელდებოდა ეს ამბავი.

პოლიციამ ეჭვი მაშინვე ბავშვებით ვაჭრობის თემაზე მიიტანა და როგორც გაირკვა, 19 წლის გოგონას შეთანხმება ჰქონდა დადებული ქალთან, რომლის სახელიც და გვარიც საავადმყოფოში ჩააწერინა და მისთვის შვილის მიყიდვას აპირებდა.

ახალგაზრდა შვილებს 2015 წლიდან აჩენდა და სამი შვილი შეეძინა. დიდი ალბათობით, მან ყველა გაყიდა.

ამ დროისთვის გამოძიება იმ ქალის კონკრეტული ვინაობის დადგენას ცდილობს, რომლის სახელიც 19 წლის გოგომ გამოიყენა.

ახალშობილი პროკურორის გადაწყვეტილებით ჯერჯერობით ნიკეას საავადმყოფოში დარჩება.

onalem

ტესტ