fbpx
საბერძნეთი

ტურისტი კრეტაზე 12.000 ევროთი ჩავიდა და თითოეული ბანკნოტი ყალბი აღმოჩნდა

500, 200 და 100 ევროიანი ბანკნოტები – დიახ, ის არ სჯერდებოდა 10, 20 ან 50 ევროიან კუპიურებსაც კი. მართალია, იტალიელმა ტურისტმა საბერძნეთის კუნძულზე არაჩვეულებრივი დრო გაატარა, საუკეთესო ნივთები შეიძინა და კარგად დაისვენა, თუმცა, საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი კრეტაზე, კერძოდ, ხერსონისოსში, მდიდრულ სასტუმროში იყო მოთავსებული და ამავე დროს ყოველდღე ძვირადღირებულ ნივთებს ყიდულობდა. თანხას არ იშურებდა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მის მიერ გადახდილი თითოეული კუპიურა ყალბი იყო.

თაღლითობის შესახებ მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც ერთ-ერთ მაღაზიაში ჩემოდნები იყიდა, რათა მოგზაურობისას საერთო ჯამში ნავაჭრი “საქონელი” ჩაეწყო. შემდეგ სალაროსთან ყალბი ფული დატოვა და სწრაფად წავიდა.

შემოწმების შედეგად ფულის სიყალბე დადასტურდა და როგორც მოგვიანებით სასტუმროშიც გადაამოწმეს, იქაც ყალბი ბანკნოტებით იხდიდა. გარდა ამისა, პოლიციამ მის ოთახში იპოვა ჩანთა, სადაც 12.000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები ეწყო.

onalem

ტესტ