fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ქალბატონებს უფასო გამოკვლევას სთავაზობს – სპეციალური პროგრამა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციისთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სულ მალე ქალბატონებს საშუალება ექნებათ, რომ უფასო გამოკვლევა გაიკეთონ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციისთვის. საუბარია პროგრამაზე, რომელიც ფინანსდება საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ 300 მილიონი ევროთი.

კერძოდ, როგორც ირკვევა, 2023 წლიდან ქალბატონებს, 21-დან 65 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ უფასო პროგრამა და მივიდნენ დიაგნოსტიკურ ცენტრებში სკრინინგისთვის ანუ შემოწმების ჩატარების მიზნით. შემოწმება მოიცავს პაპ-ტესტს, კოლპოსკოპიას და ანალიზებს, რომლებიც აუცილებელია საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის სრული გამოკვლევისთვის.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად, მოქმედებს ფოფი გენიმატას სახელობის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქალბატონებს, რომ უფასოდ ჩაიტარონ მამოგრაფია, მკერდის სიმსივნის დროული დიაგნოსტირებისათვის.

აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ოჯახის ექიმთან ან მიმართოთ დიაგნოსტიკურ ცენტრებს, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო პროგრამებში.

onalem

ტესტ