fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც 8 წლის გოგონას გატაცება სცადა და უთხრა: “დავბრუნდები შენთვის”

საბერძნეთის პოლიცია ეძებს მამაკაცს, ნაცრისფერი მანქანით, რომელმაც მაგულაში 8 წლის გოგონას გატაცება სცადა. გამოძიებას უვკე აქვს ბავშვის ჩვენება და ასევე კამერების ჩანაწერები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზეა დამონტაჟებული.

მედიასთან საუბრობს მცირეწლოვნის დედა, რომელიც შოკირებულია მომხდარით და აღწერს ყველაფერს, რაც 8 წლის ბავშვმა გამოიარა.

“ჩემი შვილი სახლიდან გავიდა და საბავშვო პარკის მიმართულებით წავიდა, რადგან იქ წყლით სავსე ბოთლი დარჩა. საღამოს 19:00 საათი იქნებოდა, როცა სახლიდან გავიდა და როგორც ამბობს, დაახლოებით 10 მეტრის გავლის შემდეგ, მამაკაცი წამოეწია, ვერცხლისფერი მანქანით. ეუბნებოდა, რომ მიახლოვებოდა და ნუ შეეშინდებოდა. ჩემმა შვილმა ჰკითხა, თუ რისი უნდა შეშინებოდა, თუმცა, ცდილობდა, რომ მისგან შორს დაეჭირა თავი. მამაკაცმა უთხრა, რომ მანქანით წაიყვანდა იქ, სადაც მიდიოდა, მაგრამ ბავშვმა უარი უთხრა, საპირისპირო მიმართულებით გაიქცა და მისგან თავის დაღწევა შეძლო. როგორც ამბობს, არ იყო მოხუცი, ვვარაუდობ, რომ 50 წლამდე უნდა იყოს. ბავშვს ისიც უთხრა, რომ მე შენთვის დავბრუნდებიო,” ამბობს ქალი.

მეორეს მხრივ, ჩნდება კითხვა, როგორ გაუშვა 8 წლის გოგონა დედამ სრულიად მარტო ქუჩაში, ქალი იმასაც დასძენს, რომ ბავშვის მიერ დასახელებული აღწერილობის მამაკაც არ იცნობს.

მედიის ინფორმაციით, ამ ინციდენტამდე ბავშვის გატაცების მცდელობა დაფიქსირდა სულ რამდენიმე დღის წინაც ევიაში.

onalem

ტესტ