fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ათენი: 34 წლის მამაკაცი ბავშვების პორნოგრაფიული სურათების ატვირთვის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ათენში 34 წლის მამაკაცი ელექტრონული დანაშაულის ბრალდებით დააკავა. აღნიშნული პირი ინტერნეტში ბავშვების პორნოგრაფიულ სურათებს ავრცელებდა.

პოლიციის დეპარტამენტში საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ამერიკიდან, დაკარგულ და ექსპლოატირებულ ბავშვთა ეროვნული  ცენტრიდან გადაიგზავნა.

ონლაინ გამოძიებისა და ელექტრონული ჩანაწერების მიხედვით, დადგინდა ეჭვმიტანილის სახლის მისამართი ატიკის რეგიონში. პედოფილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი პორტატული კომპიუტერი. მას ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დიდი რაოდენობა ჰქონდა.

მის წინააღმდეგ უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ის ათენის პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ