fbpx
საბერძნეთი

ათენის “დიდი გასეირნება” – უდიდესი პროექტი, რომელიც 6.8 კილომეტრის მოპირკეთებას მოიცავს

დღეს დამტკიცდა უმსხვილესი პროექტი, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ექნება საბერძნეთის დედაქალაქში, როგორც ადგილობრივების, ასევე ვიზიტორებისათვის. გეგმა, ისტორიული ცენტრის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოოდ მოქმედებაში შედის.

ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს 6.8 კილომეტრის სიგრძის ტროტუარის მოპირკეთებას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ისტორიულ უბნებს. პანეპისტიმიუს ქუჩაზე გაკეთდება გზა, ველოსიპედით მოსიარულეთათვის. ასევე, მოგვარდება ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები და პლაკა, ერმუ, მიტროპოლეო და კიდევ რამდენიმე მთავარი უბანი მანქანებისგან სრულიად დაიცლება.

ასევე გაკეთდება ტროლეიბუსებისა და ავტობუსებითვის სავალი გზა, რაც მათ მოძრაობას 45%-ით დააჩქარებს, განსაკუთრებით პანეპისტიმიუსა და აკადიმიაზე.

როგორც ათენის მერი, კოსტას ბაკოანისი აცხადებს, დასრულებულ სახეს ათენის “დიდი გასეირნება” 2022 წლისთვის მიიღებს.

 

 

onalem

ტესტ