fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში შემოსვლა კარანტინის გავლის გარეშე – რომელ ქვეყნებს ეხებათ?!

იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებიც საბერძნეთში სავალდებულო კარანტინის გარეშე შემოვლენ, სულ უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად ამისა, ცხადია, მაინც საჭიროა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ქონა და ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით საბერძნეთში 14 დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება არ აქვთ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, რუანდა, რუსეთი, სინგაპური.

კარანტინის გავლისგან გაცილებით ადრე გათავისუფლდნენ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ქვეყნების, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სერბეთის და ისრაელის მაცხოვრებლები. 

აღსანიშნავია, რომ ეს ეხებათ არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ ზოგადად, მუდმივ მაცხოვრებლებს, ანუ იმ იმიგრანტებსაც, რომლებსაც აქვთ ცხოვრების და მუშაობის უფლება და მუდმივად იმყოფებიან ამ ქვეყნებში.

 

onalem

ტესტ