fbpx
საბერძნეთი

“ახალი კანონით ემიგრანტებს შეეძლებათ აიღონ საბუთები მხოლოდ ერთხელ, თუ მინიმუმ 3 წელი ცხოვრობენ უკვე საბერძნეთში” – ადონის გეორგიადის

ადონის გეორგიადიმ საბერძნეთის პარლამენტში კიდევ ერთხელ ისაუბრა მიგრაციის პოლიტიკასა და იმ შესწორებებზე, რომლებსაც ახლა განიხილავენ, არალეგალი ემიგრანტებისთვის ბინადრობისა და მუშაობის უფლების მიცემასთან დაკავშირებით. გეორგიადიმ აღნიშნა, რომ ბინადრობის აღნიშნული ნებართვა არ ითვალისწინებს განახლებებს მომავალში და მისი აღება მხოლოდ ერთხელ.

“ეს ცვლილება მიცოტაკის მიგრაციის პოლიტიკას სიღრმისეულად არ ცვლის. შესწორება ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან საბერძნეთში მინიმუმ სამი წელი ანუ 2023 წლის 30 ნოემბრამდე უკვე იმყოფებოდა 3 წელი საბერძნეთში. მათ საბერძნეთში ყოფნა უნდა დაამტკიცონ ოფიციალური დოკუმენტებით, მაგალითად საბუთების ბანკებიდან, საჯარო საავადმყოფოებიდან, არა ისეთი დოკუმენტებით, რომელთა გაყალბება ან ყიდვა შეიძლება. ასევე, დამამტკიცებლად ვარგისი იქნება პასპორტში არსებული ბეჭდები, რომლებითაც შემოსვლა დასტუდება და შემდეგ მათ ვადა გაუვიდათ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბინადრობის ნებართვები გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მათი განახლება არ იქნება შესაძლებელი, ემიგრანტებს კი, მოეთხოვებათ ჰქონდეთ ცნობა სამსახურიდან, სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებენ საბუთის გაკეთებას,”აცხადებს გეორგიადი.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საბერძნეთში სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები მხარს უჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან ოფიციალურად დასაქმებული მუშახელი სასწრაფოდ სჭირდებათ.

onalem

ტესტ