fbpx
საზოგადოება

“თავს ძალიან წარუმატებლად და უბედურად ვგრძნობდი, როცა პატარა ბავშვით განვქორწინდი” – ელი კოკინუ

ცნობილმა მომღერალმა, ელი კოკინუმ, “Happy Day”-სთან განქორწინებასა და იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც გამოიარა. აღნიშნა, თუ როგორ წარუმატებლად და უბედურად გრძნობდა თავს, რადგან პატარა ბავშვი ჰყავდა, როცა მეუღლეს გაშორდა.

“კარგი მხოლოდ ის იყო, რომ ბავშვი ძალიან პატარა იყო და ემოციურად გასახსენებელი არაფერი ჰქონდა, რომ რთილად გადაეტანა ეს პროცესი. მეორეს მხრივ, გვერდით მყავდა დედა, რომელიც ნამდვილი კლდეა ყველაფერში. იზიარებდა, რასაც განვიცდიდი. მქონდა პიროვნული ბრძოლა, ვთვლიდი, რომ წარუმატებელი და უბედური ვიყავი, რადგან პატარა ბავშვით განვქორწინდი. ვგრძნობდი, რომ წარუმატებელი ვიყავი როგორც ქალი, როგორც დედა. მეც განქორწინებული მშობლების შვილი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ეს. მაგრამ ჩემმა მშობლებმა თავი კარგად გაართვეს განქორწინებას.

ზოგიერთ საღამოს უკიდურესად მარტოსულად ვგრძნობდი თავს, უფრო მეტად იმედგაცრუებული ვიყავი საკუთარი თავისგან, ეს არის დანაშაულის განცდა, პირველი პერიოდის დაუცველობის შეგრძნება, მაგრამ დამეხმარა ჩემი ოჯახი, ახლობლები და პროფესიონალი.

ახლა ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ და რაც უფრო ასაკი მემატება, მით უფრო ძლიერი ვხდები,” აცხადებს მომღერალი.

onalem

ტესტ