fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ექთანი მამაკაცი პაციენტის სექსუალური შევიწროვებისთვის დააკავეს – ინციდენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხდა

პატრას მოსახლეობა შეძრა 50 წლის მამაკაცის დაკავების ამბავმა, რომელსაც საკუთარი პაციენტის სექსუალური შევიწროვება ედება ბრალად. როგორც ირკვევა, ექთანი მამაკაცი “აგიოს ანდრეას” საჯარო საავადმყოფოში მუშაობს და მას შემდეგ დააკავეს, რაც 23 წლის გოგონამ მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი მოხდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც 23 წლის გოგო შეიყვანეს. მისი განცხადებით, 50 წლის ექთანმა მისი გასინჯვის პროცესში სექსუალურად შეავიწროვა, ვინაიდან განახორციელა ქმედებები, რომლებიც არ უკავშირდებოდა სამედიცინო შემოწმებას.

23 წლის გოგონამ, რომელიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, ერთ-ერთ ექიმს შეატყობინა მომხდართან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ პოლიციაში დარეკეს. სარჩელის შეტანის შედეგად ექთანი მამაკაცი ოფიცრებმა დააკავეს.

დაკავებული პატრას განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო დღის მანძილზე პროკურორის წინაშე წარსდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაინიშნა ადმინისტრაციული ექსპერტიზაც.

onalem

ტესტ