fbpx
საბერძნეთი

მთავრობას ჯერ არაფერი გამოუცხადებია, მაგრამ ცნობილი ბერძნული სალონი წერს, რომ 4 მაისს იხსნება

როგორც ცნობილია, საბერძნეთში გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა და კარანტინის პირობები ძალაში 27 აპრილამდეა. ეს ამჟამინდელი ინფორმაციით, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად წარმატებით წავა ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში აპრილის ბოლომდე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გლიფადაში მდებარე ერთ-ერთი ბერძნული სალონი, ოფიციალურად აცხადებს, რომ 4 მაისს იხსნებიან და ვიზიტების დაჯავშნა შესაძლებელია ჩვეულ რეჟიმში.

ამასთანავე, მათ პოსტში წერია, რომ ხვალიდან, სამშაბათიდან, კლიენტებს შეუძლიათ დარეკონ სალონის ნომერზე, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომლები შიგნით იქნებიან და ზარებს უპასუხებენ.

უცნაურია, მაგრამ, შეიძლება, სალონის ხელმძღვანელობამ ჩვენზე ბევრად მეტი იცის.

onalem

ტესტ