fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

Focus: “საბერძნეთს ლტოლვილთა პოლიტიკის შედეგები მძიმე ტვირთად დააწვა”

გერმანული ჟურნალი “Focus” საბერძნეთში ლტოლვილთა ევროპული პოლიტიკის საგანგაშო შედეგებზე საუბრობს.

Deutsche Welle-ის მიხედვით, ჟურნალი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ევროკავშირის პროგრამაზე ამახვილებს ყურადღებას. სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია, ბრიუსელ-თურქეთის შეთანხმების შედეგები, რომელმაც ევროპა ლტოლვილების მასიური ნაკადისგან გაათავსუფლა, თუმცა, ამავდროულად, იმაზე მძიმე ტვირთად დააწვა საბერძნეთს, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთებულია თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობაზე, რომლებიც დიდი ხანია საბერძნეთის კუნძულებზე ცხოვრობენ. მაგალითად, ლესვოსზე მცხოვრები ავღანელი ახალგაზრდა, სახელად ზამიბულა უკვე 1 წელზე მეტია რაც თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შეტანილ განაცხადზე გამოხმაურებას ელოდება.

“ბრიუსელ-თურქეთის შეთანხმება, რომელმაც ბევრი ევროპული ქვეყანა ლტოლვილთა კრიზისისგან იხსნა, ტვირთად დააწვა საბერძნეთს. დუბლინის რეგულაციის შემდეგ, ლტოლვილებისთვის სავალდებულია პირველივე ქვეყანაში რეგისტრაცია და თავშესაფრის მოთხოვნა. ადრე, ისინი საბერძნეთში ჩასვლისას, სულაც არ ითხოვდნენ თავშესაფარს ამ ქვეყანაში, არამედ სხვაგან გადასვლას და იქ დარეგისტრირებას ცდილობდნენ. ახლა კი, საბერძნეთში ჩასული სულ უფრო და უფრო მეტი ლტოლვილი ითხოვს თავშესაფარს. ქვეყანამ უკვე 4-ჯერ მეტი ლტოლვილი მიიღო 2015 წელთან შედარებით. მათ იქამდე არ ექნებათ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გადასვლის უფლება, სანამ საბერძნეთის მოქალაქეობას არ მიიღებენ” – ნათქვამია ჟურნალში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია მზარდი პრობლემები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა განიცდის, კუნძულებზე ლტოლვილთა რაოდენობის ზრდის გამო.

“ლესვოსზე მცხოვრები ადგილობრივები, რომლებმაც ერთ დროს გულთბილად მიიღეს ლტოლვილები, ახლა შეშფოთებულები არიან. ისინი ვინც მორიას ბანაკთან ახლოს არიან, ამბობენ, რომ დანაშაულის რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი.”

“ლესვოსზე ათიდან ერთი ადამიანი თავშესაფარს ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფს მთავრობის განზრახვას, კუნძულზე ლტოლვილთა ცენტრების გაფართოების ან ახალი საცხოვრებლების შექმნის შესახებ.”

“პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, ეს ადამიანები სხვა ტერიტორიებზე გადავიყვანოთ. არ დავუშვებთ, ჩვენი კუნძული ციხედ გადაიქცეს”, – აცხადებს ლესვოსის მერის მოადგილე, ანასტასია ანტონელი.

 

onalem

ტესტ