fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირას საბერძნეთში ტემპერატურა იმატებს – 38 გრადუსი და ხანძრების მაღალი რისკი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში უქმეებზე ჰაერის ტემპერატურა იმატებს და ზოგიერთ რეგიონში 38 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთანავე, ფიქსირდება ხანძრის გაჩენის მაღალი რისკები, ძლიერი ქარის პირობებში.

შაბათ-კვირას შესანიშნავი ამინდი იქნება სანაპიროებზე გასასვლელად, თუმცა, მოსახლეობამ კონკრეტულ ტერიტორიებზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ საკუთარი საქმიანობით ცეცხლის გაჩენა არ გამოიწვიოს.

როგორც ირკვევა, ქარის ძალა ეგეოსის ზღვაზე 6-7 ბალს მიაღწევს დღეს, ხოლო ხვალიდან 9-10 ბალამდე შეიძლება გაიზარდოს, კვირას 37-38 გრადუსი დაფიქსირდება. სწორედ აღნიშნული ფაქტორები ქმნის ხანძარსაშიშ პირობებს.

აღსანიშნავია სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილებაც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რადგან 15 ივლისს საბერძნეთის სამხრეთითა და დასავლეთით მაღალი რისკებია, ხანძრების გაჩენის თვალსაზრისით.

onalem

ტესტ