fbpx
საბერძნეთი

ნაქსოს, პაროსა და მიკონოს მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია – ზაფხულის დადგომისთანავე პორტები ხალხით აივსო

ჯერ მხოლოდ 2 ივნისია, თუმცა, ვინაიდან ტემპერატურა უკვე 30 გრადუსს აღწევს, დღეს დილიდან ათენისა და რაფინას პორტებიდან უამრავი ადამიანი ტოვებს ქალაქებს.

სულიწმინდის დღესასწაულიდან გამომდინარე, ვინც ისვენებს, მომდევნო სამი დღის გატარებას სხვადასხვა კუნძულებზე გეგმავს და შესაბამისად, გადაადგილების ტენდენციაც მაღალია.

როგორც მედია იუწყება, დიდი რაოდენობით მგზავრები ფიქსირდებიან პირეასა და რაფინას პორტებში და მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

“ვიმედოვნებთ, რომ ტურიზმი წელსაც გაგვაოცებს. დღეს, პარასკევს, მომართვიანობა ძალიან გაზრდილია და გემები, ფაქტობრივად, სრულიად შევსებულები გადიან,” აცხადებს თეოდოროს კლიარისი.

დღეს პირეადან ჯამში 20 გემი გავა, სულ 9,500 მგზავრით, რაფინას პორტიდან 12 გემი, ხოლო არგოსარონიკოს ყურეს მიმართულებით დაგეგმილია 42 რეისის შესრულება.

ყველაზე მეტად პოპულარული მიმართულებებია: ნაქსოს, პაროს, კუფონისია, სიროს, ტინოს, მიკონოს.

onalem

ტესტ