fbpx
კატეგორიის გარეშე

ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოში გაგზავნილი თანხა მიმღებებს გაუორმაგდათ

საქართველოს ბანკს 2024 წლის 2 ივნისამდე უპრეცენდენტო აქცია აქვს, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. თუ საქართველოში ოჯახს თანხას უგზავნით ან უგზავნით თქვენს თავს, რათა გარკვეული დანაზოგი გააკეთოთ თქვენსავე ანგარიშზე, დიდია შანსი, რომ ის იღბლიანი ადამიანი გახდეთ, რომლის მიერ გაგზავნილი თანხაც განაღდების დროს გაორმაგდება.

მაგალითად: თუ ოჯახის წევრს უგზავნით თანხას ნებისმიერი ფულადი გზავნილების კომპანიით და ამ თანხას გაანაღდებს საქართველოს ბანკის ანგარიშზე, მას შესაძლოა ეს თანხა გაუორმაგდეს, თუ გაუგზავნეთ 500 ევრო, აიღებს 1.000 ევროს!

წესების მიხედვით, ყოველი მე-20.000-ე გზავნილი ორმაგდება ავტომატურად, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ რამდენიმე წუთში ნაღდდება 120-150 გზავნილი, შანსები საკმაოდ მაღალია. ისიც შეგიძლიათ, რომ თუ დიდი რაოდენობის თანხას აგზავნით, შეგიძლიათ განახორციელოთ ორი გზავნილი ოჯახის ორი ან რამდენიმე წევრის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის შანსებს.

მთავარი პირობაა, რომ გზავნილი განაღდდეს საქართველოს ბანკის ანგარიშზე, რაშიც მიმღები არაფერს იხდის!

საქართველოს ბანკმა შექმნა ბმულიც, რომელზეც ჩანს, ყოველ 5 წუთში რამდენი გზავნილი ნაღდდება, შესაბამისად, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ და როდესაც ახლოს იქნება 20.000-სთან, მაშინ გააგზავნოთ თანხა.

საქართველოს ბანკი გვიზიარებს ინფორმაციას, რომ ამ კვირაში საბერძნეთიდან განხორციელებული გზავნილებიდან უკვე ორი გაორმაგდა მიმღებს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ უთხრათ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, გაანაღდონ გაგზავნილი თანხები საქართველოს ბანკის ანგარიშზე, რადგან აქვთ შანსი, აიღონ გაორმაგებული რაოდენობა.

 

onalem

ტესტ