fbpx
კატეგორიის გარეშე

ხალკიდა: დააკავეს რესტორნის მფლობელი, რომელშიც 46 წლის მამაკაცი მუშაობდა – მისი ოჯახი კი აცხადებს, რომ ის არ ყოფილა მიმტანი

ხალკიდაში გარდაცვლილი მამაკაცის საქმის გარემოებები უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ 43 წლის მამაკაცი არ მუშაობდა იმ პოზიციაზე, რასაც ბერძნული მედია ავრცელებს. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე, სადაც სავარაუდოდ, 43 წლის მამაკაცი იყო დასაქმებული და მეპატრონე მას ამინდის პირობების მიუხედავად ამუშავებდა, რაც უკანონოა.

როგორც ცნობილია, გუშინდელი დღიდან აკრძალული იყო სამუშაოების შესრულება ღია სივრცეში, შესაბამისად, შეკვეთის მიმტანებს მუშაობა უნდა შეეწყვიტათ. ითვლება, რომ მეპატრონე თავის თანამშრომელს ამუშავებდა აკრძალულ საათებში. აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება არც რესტორნების გაერთიანების პრეზიდენტის მიერ. ვასილის ეფთიმიუ ამბობს, რომ გარდაცვლილი არ იყო შეკვეთების მიმტანი, შესაბამისად, უცნობია, თუ რის გამო დააკავეს რესტორნის მფლობელი.

პოლიციის მიერ მიმდინარეობს გამოძიება, რათა გაირკვეს, რეალურად მიუძღვის თუ არა ბრალი დაკავებულს მომხდარში, პარალელურად კი, გამოძიებას დაეხმარება ექსპერტიზის პასუხი, რომელიც ნათელს მოჰფენს 43 წლის მამაკაცის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზს.

onalem

ტესტ