fbpx
საბერძნეთი

“2024 წლიდან ათენსა და თესალონიკში 250 უახლესი ელექტრო ავტობუსი ივლის” – კირიაკოს მიცოტაკის

კირიაკოს მიცოტაკიმ გამართა შეხვედრა ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლობასთან, რომლის ფარგლებშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2024 წლის დასაწყისიდან ათენსა და თესალონიკში 250 უახლესი ელექტრო ავტობუსი ივლის.

“მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოქალაქეთა უსაფრთხოებას გადაადგილებისას და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს რკინიგზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაც. მინდა აღვნიშნო, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მეტროს მე-4 ხაზზეც, რომელიც, ფაქტობრივად ყველაზე მასშტაბური სატრანსპორტო პროექტია ქვეყანაში და დედაქალაქის რუკას მთლიანად შეცვლის.

2024 წელს სისრულეში მოვა თესალონიკის მეტროს მშენებლობაც და რაც ყველაზე მთავარია, ამავე წყლის დასაწყისში ათენსა და თესალონიკში 250 ახალი ავტობუსი ივლის, რომელთაგან ყველა ელექტრო იქნება და გარემოს 0%-ით დააბინძურებს. 

ცხადია, ამ ყველაფრის გარდა, უახლოეს წლებში სამუშაო კიდევ ბევრი გვექნება, თუმცა, სრული ნდობა მაქვს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, თითოეული ინვესტიცია განხორციელდება გონივრულად და რესურსების მართვა სწორად მოხდება,” აცხადებს პრემიერი.

onalem

ტესტ