fbpx
საბერძნეთი

“მომდევნო დღეებში გვექნება ამინდის ექსტრემალური პირობები” – ვასილის კიკილიას საგანგებო განცხადება

სამოქალაქო დაცვის სამინისტროში, კერძოდ, კლიმატური კრიზისების მართვის დეპარტამენტში, საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს მიმდინარე გვალვის პირობები. ვასილის კიკილიასმა განაცხადა, რომ მთელი სახელმწიფო მექანიზმი აქტიურად იმუშავებს შესაბამისი ზომების მისაღებად, რაც საჭირო იქნება პრობლემების პრევენციისთვის.

“მომდევნო დღეებში ამინდის ექსტრემალური პირობები გვაქვს და სწორედ ამიტომ საჭიროა მთელი სახელმწიფო მექანიზმის ამოქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე. ვსაუბრობ ძირითადად ხანძრებზე, შესაბამისი ჯგუფები უნდა განაწილდნენ ტყეებში და სხვადასხვა ხანძარსაშიშ ადგილებში.

სამოქალაქო დაცვა, საბერძნეთის პოლიცია, შეიარაღებული ძალები, მოხალისეები და მეხანძრე/მაშველები სრულ მზაყოფნაში არიან, მაგრამ ამავე დროს, მოსახლეობისგან ითხოვენ, რომ გაიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე, ხოლო როდესაც საჭიროა, თანამშრომლობა, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ.

პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება განსაკუთრებით ცხელი და ამას თან სდევს ძლიერი ქარი. ყველა ყურადღებით უნდა ვიყოთ და ძალისხმევა ჩავდოთ მსგავს პირობებთან ბრძოლაში,” აცხადებს კიკილიასი.

 

onalem

ტესტ