fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

”არ ველოდი, რომ ეს მასა ასეთი სქელი და ხშირი იქნებოდა” – ქალი, რომლის ფოტომაც საბერძნეთი აალაპარაკა

ქალი, რომელმაც პალეო ფალიროს სანაპიროზე იცურა, სოციალური ქსელის მეშვეობით, ცნობილი ძალიან სწრაფად გახდა. როგორც უკვე იცით, ის წყლიდან საშინელ მდგომარეობაში ამოვიდა. მის სხეულზე იყო ნავთობის მასა, რომელიც სარონიკის ყურეში ტანკერის ჩაძირვის შედეგად ჩაიღვარა.

ის 38 წლის დესპინა დროგიტია, რომელიც ბატის სანაპიროზე გასულ ოთხშაბათს გავიდა. როგორც კი წყლიდან ამოვიდა, იქვე მიმავალმა ფოტოჟურნალისტმა მაქს გიზელინკმა მას ფოტო გადაუღო, რადგან მიხვდა, თუ რა მნიშვნელობის იყო იგი და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტო, რა თქმა უნდა, მაშინვე პოპულარული გახდა.

დესპინა ზაკინთოს მკვიდრია, ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს და ჰყვება, თუ რა მოხდა, როდესაც წყლიდან ამოვიდა:

”მე, რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვიყავი დაბინძურების შესახებ. ვნახულობდი ტელევიზიით ფოტოებსა და ვიდეოებს და ვიცოდი, რომ ზღვაში ნავთობი იყო ჩაღვრილი. თუმცა, მინდოდა მენახა, თუ რა სიტუაცია იყო რეალურად. ისეთი სურათი რომ ყოფილიყო, რასაც ტელევიზიით აჩვენებდნენ, წყალში არ ჩავიდოდი.”

”როცა მივედი, დავინახე, რომ ზღვაზე ნავთობი მხოლოდ ზედაპირზე და ძალიან მცირე რაოდენობით იყო. ის არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ტელევიზორში. ამიტომ ვიფიქრე, რომ სუფთა იყო და შესვლა გადავწყვიტე. როცა ჩავყვინთე მივხვდი, რომ ნავთობი, რომელიც წყლიდან ამოღებული არ იყო, გამყარდა და ძალიან სქელ მასად იქცა. როგორც კი ამოვედი, ჩემი სხეული შავად გამოიყურებოდა. სახლში მისვლისას ვცადე მომეშორებინა, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, არ შემშინებია.

ვიცოდი გაფრთხილებების შესახებ, თუმცა, არ მქონდა მოსმენილი მინისტრის განცხადება. მაგრამ ახლა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წყალში ნამდვილად აღარ ჩავალ,” ამბობს 38 წლის ქალი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზღვა დღითიდღე კარგად გამოიყურება, თუმცა ფსკერზე დიდი პრობლემებია. დესპინას ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამბობს, რომ ცურვა და ზღვა ძალიან ეხმარებოდა. ის ცურავდა მთელი ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში და უნდოდა სექტემბრის ბოლომდე გაეგრძელებინა, რომ არა ეს საშინელი ეკოლოგიური კატასტროფა.

onalem

ტესტ