fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან, 4 მარტიდან, ისევ წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთში – გაზაფხული ნალექიანი ამინდით შემოდის

დღეს, 3 მარტს, საბერძნეთში საგაზაფხულო ამინდი გვაქვს – მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად მზე და მაღალი ტემპერატურაა გამოცხადებული, შეიძლება ითქვას, იმაზე უფრო მაღალიც კი, ვიდრე სეზონს შეესაბამება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ხვალიდან ამინდის მორიგ გაუარესებას გვპირდება, რომელსაც თან ახლდება წვიმა და ძლიერი ქარი, კონკრეტულ რეგიონებში.

ეს იქნება ე.წ. “ექსპრეს” გაუარესება, მაგალითისთვის ატიკის რეგიონში იწვიმებს ორშაბათს შუაღამეს და როდესაც სამშაბათი დღე გათენდება, ამინდი უკვე გაუმჯობესებული იქნება. კლიმატური ფენომენი დასავლეთიდან სწრაფად გავრცელდება აღმოსავლეთისკენ და აქტიური იქნება დაახლოებით 12 საათით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საბერძნეთის ჩრდილოეთით, მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლიც კი.

ატიკის რეგიონში დღეს მოსალოდნელია 12-დან 18 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში 5-დან 17 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ