fbpx
საბერძნეთი

ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა მომდევნო საათებში – სად უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ სიფრთხილე?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო საათებში ამინდი მკვეთრად უარესდება და საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ატიკის რეგიონში იწვიმებს ძირითადად საღამოს საათებში, თუმცა, ამინდის ცვლილება არანაირი ზარალის გამომწვევი არ იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს, ქარის ძალა კი 5-7 ბალს მიაღწევს.

როგორც სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყება, ამინდის ცვლილების გამო განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იონიის ზღვის კუნძულების მაცხოვრებლებმა და ზოგადად, დასავლეთ საბერძნეთის მოსახლეობამ.

სამშაბათსა და ოთხშაბათს იწვიმებს იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეასა და სამხრეთ და დასავლეთ პელოპონისოში. ფენომენი ნელ-ნელა გავრცელდება აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, კიკლადესსა და კრეტაზე, შემდეგ კი, დოდეკანესოს კუნძულებზე.

onalem

ტესტ