fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სასამართლომ ქალს, რომელიც ქმრისგან ალიმენტის სახით 1,500 ევროს ითხოვდა, თანხა 100 ევრომდე შეუმცირა, რადგან მეუღლეს ღალატობდა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც თესალონიკში მოხდა. ქალბატონი, რომელიც განქორწინების შემდეგ მეუღლეს, ალიმენტის სახით, 1,500 ევროს სთხოვდა, საბოლოოდ, 100 ევროს “ამარა დარჩა”, რადგან ქორწინებაში ყოფნის დროს მას ღალატობდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ სასამართლომ მიიღო, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ისაუბრა ღალატის უამრავი ფაქტის შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ქორწინების პერიოდში. სარჩელის შეტანა პირველად 2016 წელს მოხდა, ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით, მამაკაცის მხრიდან, რასაც მოჰყვა სარჩელი, ქალის მხრიდანაც და ასევე ალიმენტის დაწესების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ქალი 1,500 ევროს ითხოვდა ქმრისგან.

როგორც ირკვევა, ქალს ჰქონდა სხვა ურთიერთობებიც ქორწინების დროს და როგორც მამაკაცი მეუღლე ამბობდა, ეს ადამიანები, ვისთანაც ღალატობდა, მისი ახლო წრიდან იყვნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაითვალისწინა მამაკაცის მორალური ზიანი და ქალს ბავშვის ალიმენტი დაუწესდა, მაგრამ თანხა განისაზღვრა 1,500 ევროს ნაცვლად, 100 ევროს ოდენობით.

 

onalem

ტესტ