fbpx
საბერძნეთი

როდის გაიხსენება კაფე-ბარები და ტავერნები საბერძნეთში – ადონის გეორგიადისი თარიღს ასახელებს

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა გაზაფხულზე მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა კაფე-ბარების, ტავერნებისა და რესტორნების ამუშავებაზე, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია და მათი ზარალი წარმოუდგენლად დიდია.

“მე დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა დაკეტილ დაწესებულებას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ როგორც მინისტრი, ვიფიქრებდი იმაზე, როგორ უნდა დამეკეტა ბიზნესი და რამდენად ცოტა ადამიანი შემეშვა მაღაზიაში. 

მიუხედავად ყველაფრისა, ბიზნესმენებმა უნდა გაიგონ, რომ ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად და მარტივად მივიღეთ. ჩვენ ვარჩიეთ ფულის დაკარგვა, სიცოცხლის დაკარგვას. სწორედ ეს არის რეალობა,” თქვა მინისტრმა.

გეორგიადისმა წარადგინა ბიზნესის დახმარების გეგმა და აღნიშნა, რომ საბერძნეთში კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები მაისის პირველ რიცხვებში გაიხსნება.

 

onalem

ტესტ