fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამსაქმებლებმა 2.131 თანამშრომელს საშობაო საჩუქარი არ გადაუხადეს – ჯარიმები 222,000 ევროს ოდენობით

შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ ბიზნეს დაწესებულებებს საშობაო პერიოდში თანამშრომლებისთვის შესაბამისი საშობაო საჩუქარი არ გადაუხდიათ, პარალელურად კი, გამოვლინდა უამრავი კანონდარღვევა, რაც გულისხმობს კონტრაქტით გაწერილი სამუშაო საათების გადაჭარბებას.

კერძოდ, საერთო ჯამში შრომის ინსპექციამ მიიღო 612 საჩივარი, რომელთა მიხედვითაც 2,131 თანამშრომელს არ გადაუხადეს კუთვნილი საშობაო საჩუქარი, მათი ჩარევის შემდეგ კი, 232-მა კომპანიამ 1.186 თანამშრომელს ჩაურიცხა დავალიანება, რაც ჯამში 582.762 ევროს უდრის.

გარდა ამისა, კონკრეტულ კომპანიებს დაუწესდათ 222.000 ევროს ოდენობის ჯარიმები, რადგან დაფიქსირდა უამრავი სხვა კანონდარღვევა: თანამშრომლებს ამუშავებდნენ გადაჭარბებული საათებით, არ წარადგენდნენ სამუშაო დროის დეკლარაციას და ა.შ.

საერთო ჯამში გამოიწერა 73 ჯარიმა, ამ დროისთვის კი, შრომის ინსპექციის კონტროლის ქვეშ არის 9 კომპანია, რომელთა წინააღმდეგაც არსებობს საჩივრები.

onalem

ტესტ