fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 19 ნოემბერს, კვლავ საჯარო ტრანსპორტის გაფიცვა ათენში – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ , 19 ნოემბერს, ათენში საჯარო ტრანსპორტის ნაწილი კვლავ იფიცება.

კერძოდ, რამდენიმე საათით არ იმუშავებს მეტრო, ტრენო (ილეკტრიკო) და ტრამვაი. თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მუშაობა შეწყვიტონ, რათა აგიოს ნიკოლაოს სადგურში გარდაცვლილი კოლეგის დაკრძალვაზე დასწრება შეძლონ.

ამრიგად, ტრენო, მეტრო და ტრამავაი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე არ იმოძრავებს.

ΙΣΑΠ-ის 41 წლის თანამშრომელს, პეტროს იამალიას ხვალ ათენის სასაფლაოზე 12:30 საათზე დაკრძალავენ.

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ