fbpx
საზოგადოება

“თავს ცუდად ვგრძნობ, ვაქცინა, რომ არ გამეკეთებინა, უარესად ვიქნებოდი” – გრიგორის არნაუტოღლუს კორონავირუსი დაუდგინდა

ცნობილ ტელეწამყვანს, გრიგორის არნაუტოღლუს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ორივე დოზით არის აცრილი და აქედან გამომდინარე ამბობს, რომ თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს, მაგრამ აცრილი რომ არ ყოფილიყო, ბევრად უარესად იქნებოდა.

“რთული ღამე იყო. ვერ დავიძინე. ზოგადად, საკმაოდ რთულად გადამაქვს. მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ამ ყველაფერს დიდი ძალა სჭირდება. არ არის მარტივი.

თითოეულის გადასაწყვეტია, აიცრება თუ არა, მაგრამ ეს არის უდიდესი ბრძოლა, რომელშიც ყველა მარტოა. სწორედ იმის გამო, რომ ვაქცინირებული ვარ, შედარებით კარგად ვარ, ვიდრე ვიქნებოდი, ვაქცინის გარეშე,” ამბობს გრიგორი.

onalem

ტესტ