fbpx
საზოგადოება

იპოკრატიოს საავადმყოფო გარდაცვლილი დიანა ბერიძის ოჯახს ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის

“არ არსებობს არანაირი კომპენსაცია, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს სამი მცირეწლოვანი ბავშვის ტკივილი, რომელმაც დედა ასეთი წარმოუდგენელი მიზეზით დაკარგა. ასევე დედისთვის, რომელიც კარგავს ერთადერთ შვილს და მეუღლისთვის, რომელიც კარგავს ახალგაზრდა, არაჩვეულებრივ ცოლს.”

თესალონიკის იპოკრატიოს საავადმყოფოს, სადაც 36 წლის დიანა ბერიძე ექიმის შეცდომის გამო გარდაიცვალა, ქართველი ქალის ოჯახისთვის 500.000 ევროს გადახდა დაეკისრა.

2017 წლის აპრილში ბერიძე ვარიკოზული ვენების პრობლემის გამო იპოკრატიოში ოპერაციის ჩასატარებლად მივიდა და წამლების ზედმეტი დოზის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ექიმმა მისი ცხედარი ხალკიდიკიში მანქანით გადაიტანა და კლიდიდან გადააგდო.

ოჯახი საავადმყოფოსგან 5 მილიონ ევროს ითხოვდა, კომპენსაციის სახით, თუმცა, საბოლოოდ იპოკრატიოს ნახევარი მილიონის გადახდა დააკისრეს.

“ჩემი სიყვარული დიანას მიმართ იმდენად ძლიერი იყო, რომ სწორედ ეს მაძლევს ძალას კიდევ უფრო მეტს გავუძლო. ის თითქოს ყოველდღე ჩვენთან არის. ყოველდღე ვუყურებთ ფოტოებზე, თითქოს არ არსებობს დღე, როდესაც ის ჩვენს სახლში არ არის. ყოველი დღე დიანასთან ერთად იყო იდეალური, ლამაზი დღე ყველა ჩვენგანისთვის,” ამბობს მისი მეუღლე.

მისი თქმით ოჯახისთვის ერთადერთი მალამო ახლა ის არის, რომ მისი მკვლელი ექიმი ციხეშია და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

onalem

ტესტ